Sunday 4 October 2009

1. პროექტის სახელი: იცნობდეთ, მგელი!
2.პროექტის მოკლე აღწერა:
მგლის ნაირსახეობათა წარმოჩენა საცხოვრებელი არეალის მიხედვით და მგელი_ მხატვრული სახე.
3. პროექტის სრული აღწერა:
უძველესი დროიდან ადამიანი გარემომცველ სამყაროს მხატვრულ სახეებად აღიქვამს, ამავე დროს სამყაროსა და მის ბინადართა ცხოვრებას სწავლობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. ადამიანის მხატვრული წარმოსახვა და მეცნიერეული მიდგომები განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა მათ შორის არის გარკვეული კავშირიც. მგლის ნაირსახეობებისა და ცხოვრების ნირის შესწავლა გეოგრაფიული გავრცელების კუთხით სრულ წარმოდგენას ქმნის მგელზე, როგორც ცხოველზე. ამავე დროს, მგელი სხვადასხვა ტიპის ლიტერატურის თემატიკაცაა. მგელს, როგორც მხატვრულ სახესა და პერსონაჟს ხშირად შევხვდებით ხალხურ ზღაპრებში, ქართულ ლიტერატურაში_ ვაჟა-ფშაველა "ამოდის, ნათდება"; "მგელი", რეზო ინანიშვილი "მგლის მოკვლა"; ნუგზარ შატაიძე "ბებერი მგელი"; საზღვარგარეთულ ლიტერატურაში_ რედიარდ კიპლინგი "მაუგლი"; ჯეკ ლონდონი. მგელზე საუბარია სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურაშიც _ იასონ ბადრიძე "იცნობდეთ, მგელი"; ე. სეტონ-ტომფსონი "მოთხრობები ცხოველებზე".
მგელი წითელი წიგნის ერთ-ერთი თემაა, რასაც ბუნების დაცვის კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს. სრული წარმოდგენის შექმნის მიზნით საინტერსოა დოკუმენტური წყაროების მოძიება "მგელი და ადამიანის ნაშიერი" და მგლის მიერ გადარჩენილი და გამოზრდილი ბავშვების ცხოვრების გაცნობა.
კაცობრიობის არსებობის იდეური მხარე ვლინდება ცნობილ სენტენციაში "ადამიანი ადამიანისათვის მგელია", მართლაც და, რისკენ ისწრაფვის ადამიანი თვითგადარჩენისა თუ თვითაღზრდისაკენ?
4.მონაწილეთა ასაკი: 12-15 წელი
5.ვადები/ ხანგრძლივობა: 20.10-20.11
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ინფორმაციის მოძიება შესაბამისი სამეცნიერო, დოკუმენტური და მხატვრული ლიტერატურიდან, ასევე, ინტერნეტიდან;
გუნდური მუშაობა;
ესე;
პრეზენტაცია;
დისკუსია.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება , შეიქმნას:
მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების უნარი; შეისწავლიან მგლის ნაისახეობებს მათი სამოქმედო არეალის მიხედვით, მათი ცხოვრების ნირს; შეისწავლიან და შეადარებენ სხვადასხვა ტიპის ლიტერატურულ წყაროებს, შექმნიან მხატვრულ ტექსტს; ისწავლიან კითხვის სტრატეგიებს; განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნების, მსჯელობისა და პრეზენტაციის უნარები; შექმნიან ფოტოალბომს.
8.სარგებელი სხვებისათვის: გაეცნობიან მგლის ნაირსახეობებს, წითელი წიგნის მნიშვნელობასა და დანიშნულებას.
9..სამუშაო ენა: ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11..საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული, ბიოლოგია, გეოგრაფია.
12.პროექტის ფასილიტატორი: თამარ ხატიაშვილი
13.ფასილიტატორის ელ-ფოსტა:tamarxatiashvili@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:mgeli-mgeli.blogspot.com